ენერგოკომპანიებს აბონენტების გაფრთხილების ვალდებულება დაეკისრათ

ენერგოკომპანიებს აბონენტების გაფრთხილების ვალდებულება დაეკისრათ.

სემეკ-ის განცხადებით, მოქალაქეებმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედ კომპანიებს ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული მისამართი უნდა მიაწოდონ.

ამის შემდეგ კი მითითებულ ნომერზე ან ფოსტაზე აბონენტები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის, განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის, ასევე განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ. ამასთან, მოქალაქეები წინასწარ ინფორმირებულები იქნებიან დენის, აირის ან წყლის შეწყვეტის შესახებ.

მსგავსი მომსახურება რამდენიმე კომპანიამ უკვე დანერგა, მათ შორის “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ”, “კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” და “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button