მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას უკრაინული მხარე გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ფინეთშია სტუმრად, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია. „ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ”, მოჰყავს Reuters-ს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, – “ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“.

“ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს ვუთმობთ,” – უკრაინის პრეზიდენტმა ჰელსინკიში პრესკონფერენციაზე. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა.

„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი ამბობს, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ.ღამის შეტევის შესახებ. ამის თაობაზე ნიკიფოროვმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის შეტევების შესახებ, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებისაზე შესატევად. ცალკე, გასაკვირია ტერორისტული სახელმწიფოს ფორმულირება. ტერორისტული თავდასხმა არის დნეპრსა და უმანში სადარბაზოებიანად განადგურებული სახლები ან რაკეტა კრამატორსკის სადგურზე და მრავალი სხვა ტრაგედია. და რაც მოსკოვში მოხდა, აშკარაა, სიტუაციის გამწვავებაა 9 მაისამდე. მოსალოდნელი ილეთი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

კრემლმა უკრაინა პუტინზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.კრემლის პრესსამსახურის ცნობით, 3 მაისის ღამით „კიევის რეჟიმს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის მცდელობა ჰქონდა.

„ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნას და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრემლი მომხდარს „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ აფასებს და აცხადებს, რომ „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

“კრემლისკენ ორი დრონი იყო მიმართული. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები განეიტრალდა.”- ნათქვამია განცხადებაში.

კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და “იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები”.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინი “თავდასხმის დროს” კრემლში არ იმყოფებოდა.

კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობები კრემლის მახლობლად აფეთქებების შესახებ ღამით გავრცელდა.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი, როგორც დაგეგმილი იყო, გაიმართება და მასში პუტინი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button