მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ენგურჰესი” დროებით ჩერდება
საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“დღეიდან ჩერდება. მიზეზად , სარემონტო სამუშაოები სახელდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებით გაჩერება და რეაბილიტაცია. სამუშაოებს შეასრულებენ გერმანული, ქართული და თურქული კომპანიები.
პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევროა, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია და 38 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.
ჰესის ამუშავება 1 მაისიდან იგეგმება