ენგურჰესი მუშაობას მაისიდან განაახლებს

ენგურჰესზე სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა უკვე – განუცხადა ჟურნალისტებს “ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ.
მისი თქმით, შესრულებულია დაგეგმილი სამუშაოების 60%. მაისის დასაწყისში კი ჰესი ამუშავდება. სწორედ მაისიდან აღუდგება აფხაზეთის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება.
“დაახლოებით ერთ კვირაში ჩავკეტავთ კარებს და რემონტს გავაგრძელებთ გვირაბში. წყალსაცავის შევსებას დავიწყებთ. პირველი მაისისთვის გვექნება საკმაო მარაგი”, – აღნიშნა ლევან მებონიამ.
რაც შეეხება თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტს, ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.
“საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 40% ენგურჰესზე მოდის. დასკვნები მსმენელმა გამოიტანოს. იაფი ელექტროენერგია 1,818 თეთრი და იმპორტი 5 ცენტი”, – უთხრა ჰესის დირექტორმა ჟურნალისტებს.
ენგურჰესზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, ამ და სხვა ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.