სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელ ქალაქს შეცვლიან. უეფასთან მოლაპარაკებები დაწყებულია

თურქეთში შექმნილი ეპიდვითარების გამო, რისკების თავიდან ასაცილებლად, უეფამ გადაწყვიტა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულიდან ინგლისში გადაიტანოს.

ინგლისის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერები უეფასთან მოლაპარაკებაში არიან ჩართულნი და იმედი აქვთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

დიდმა ბრიტანეთმა თურქეთი ვირუსის მზარდი შე,თხვევების გამო ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა და საკუთარ მოქალაქეებს ამ ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა, არადა, ფინალში ერთმანეთს სწორედ ორი ინგლისური კლუბი – მანჩესტერ სიტი და ჩელსი უნდა შეხვდეს.

ბრიტანეთის ხელისუფლება ევროპის საფეხბურთო ასოცოაციას პირდება, იმ შემთხვევაში თუ ფინალი „უემბლიზე“ გაიმართება, იქ 25 ათასი გულშემატკივრის დასწრებას უზრუნველყოფს. ზოგადად კი, ლეგენდარული სტადიონი 70 ათას მაყურებელს იტევს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, 29 მაისის ფინალის გადატანა უახლოეს დღეებში დადასტურდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button