მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ენგური საზღვარი არ არის”-საპროტესტო აქცია ზუგდიდსა და თბილისში

“ჩვენ ვარსებობთ””ვსწავლობთ ქართულად, ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად””კარანტინი გვახრჩობს!” “ენგური საზღვარი არ არის!””აფხაზეთში ჩემი სახლია”– ამ გზავნილებით ზუგდიდსა და თბილისში დღეს აქცია ერთდროულად გაიმართა. აქცია თბილისში გალელმა ახალაგზარდებმა დააანონსეს.

“დიახ, ჩვენ გვტკივა აფხაზეთი, დიახ, არ არის ენგური საზღვარი და გვარხჩობს კარანტინი, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე ეწირება, სწორედ ამის გამო მოხდა 7 აპრილის ტრაგედია ენგურზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადახედოს კარანტინის წესებს და გააუქმოს ის ენგურის ხიდზე. იქ, აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება და თანადგომა”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილლემ მაკო ჭკადუამ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 7 აპრილს ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button