ენგურის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ენგურის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა და მიმოსვლა აღდგა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გადაადგილებას ავტობუსით შეძლებს.

ტრანსპორტი ორივე მიმართულებით დღეში რამდენჯერმე იმოძრავებს და მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

ენგურის ხიდის რეაბილიტაცია შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოში გაეროს ოფისის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. დაიგო ახალი საფარი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ ენგურის ხიდზე ტრანსპორტით მიმოსვლა შეზღუდული იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button