მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ენგურის ხიდზე ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად 3- დან 10 დეკემბრის ჩათვლით ისევ გაიხსნა.

სოხუმში “უსაფრთხოების სამსახურის” განმარტებით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები უკან დაბრუნებას და ე.წ. საკონტროლო – გამშვები პუნქტის გადაკვეთას 2020 წლის 3-10 დეკემბერს დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ. ამავე ცნობით, ყველა მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამედიცინო – სანიტარულ შემოწმებას გაივლის.

სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებმა “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის” პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ.

ენგურის ხიდზე ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, მაისის თვიდან აგვისტოს ჩათვლით, ოთხჯერ გაიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button