რეგიონი

“ენგურის ტრაგედიის” წლისთავი-მდინარემ შარშან 4 ადამიანის სიცოცხლე წაიღო

“ენგურის ტრაგედიის” წლისთავი-მდინარემ შარშან 4 ადამიანის სიცოცხლე წაიღო
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ოთხი ადამიანის ცხედარი მდინარე ენგურმა გამორიყა.

“ერთი წელიც გავიდა…. ძალიან მენატრებით! დღეს ისევ ეგ ტრაგედია დაგვიბრუნდა, რაც 1 წლის უკან. სული და გული მეწვის.მოუშუშებელი ტკივილი ხართ! მიყვარხართ ძალიან!
მაპატიეთ დღეს თქვენს საფლავთან რომ არ ვდგავარ”-წერს მდინარეში დაღუპული ცოლ-ქმარ გვალიების ნათესავი,რომელიც ენგურსგამოღმა ცხოვრობს.

4 პირი ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში მოხვედრას სწორედ მდინარე ენგურის გადმოლახვით ცდილობდნენ.

ტრაგედიას ცოლ-ქმარის, ასევე, შუახნის მამაკაცისა და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ბედნიერი ოჯახი მქონდა და წამში ყველაფერი დაგვენგრა…..
ბავშვები დღემდე შოკში არიან  7 წლის ილია ჩემი დედა და მამაო დაიძახებს და ეხუტება დივანზე დადებულ მშობლების სურათებსა და ნივთებს” – ამბობს 78 წლის ფრიად ჩერქეზია-გვალია, რომელიც ობლად დარჩენილი ილიას,სოფოს და ნიკოს ბებიაა.

გვალიების ოჯახი სოფელ წარჩეში ცხოვრობს,ერთ ეზოში ორი სახლია.
ფრიადის შვილი და რძალი იმ ოთხ ადამიანს შორის იყო, რომლებიც გასული წლის 7 აპრილს მდინარე ენგურში დაიხრჩვნენ.

მაყვალას და ჯონი გვალიების გოგო,სოფო გათხოვილია. ახალდაბადებული შვილიშვილისთვის და შვილისთვის ტანსაცმელების ყიდვა სურდათ, როდესაც 2021 წლის 6 აპრილს, გალიდან ზუგდიდში გასასასვლელად სახიფათო და მათთვის ტრაგიკული გზის, მდინარე ენგურის გადალახვა გადაწყვიტეს.
ბებია ფრიად გვალია იხსენებს, რომ შვილსა და რძალს ენგურის ხიდის გადასაკვეთად საჭირო საბუთი კი ჰქონდათ, მაგრამ შემოვლითი, ე.წ.

შავი გზით გადასვლა, იმ დროს დაწესებული სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გამო გადაწყვიტეს.
“გოგო გაუთხოვდა და რაღაცების ყიდვა უნდოდათ. ჩემი გემოვნებით ვუყიდიო ბავშვს. 5-დღიანი კარანტინი რომ არ ყოფილიყო, ენგურის ხიდით წავიდოდნენ და საღამოს სახლში იქნებოდნენ”– ამბობს იგი.
როგორც დევნილ მთავრობაში განმარტეს,მაშინ მდინარე ენგურში დაღუპულების ოთხივე ოჯახს

ერთჯერადად, თითო დაღუპულ წევრზე, 10 000 ლარით დაეხმარნენ,ასევე დაფარეს დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

ცნობისთვის,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს.

გალის რაიონის მცხოვრებლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოველდღიურად სხვადასხვა მიზეზით გადადიან- პენსიებისა და სოციალური დახმარებების ასაღებად, გალთან შედარებით სიიაფის გამო, ზუგდიდის ბაზარში პრუდუქტების, ხოლო აფთიაქებში მედიკამენტების შესაძენად, ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

ენგურის ხიდი ამჟამად ერთადერთ ცენტრალურ გადასასვლელად რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button