მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გალში გადაასვენეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში საკუთარ სახლში დაასვენეს,7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული ცოლ-ქმრის ჯონი გვალიას და მაყვალა გამისონიას ცხედრები.

მათი ცხედრები გუშინ,9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს ენგურის ცენტრალური ხიდიდან.

ცოლ-ქმარს სამი შვილი და მოხუცი დედა დარჩათ. აქედან ყველაზე უმცროსი 7 წლის ილია გვალიაა.

“ილია ზუგდიდიდან ელოდებოდა საჩუქრებს,ახლა კი ზის სასოწარკვეთილი მშობლების სასახლესთან. 76 წლის ბებიას არ ატირებს მიცვალებულებს, შენ არ უნდა იტიროო, შენ უნდა მოგვხედოო,თვითონ კი გულამოსკვნილი ტირის”,-ამბობს ილიას ბიცოლა,რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს და გადასვლას ვერ ახერხებს ხიდის ჩაკეტვის გამო.

ცოლ-ქმარ გვალიებს მშობლიურ სოფელში სამშაბათს დაკრძალავენ.

დაღუპული ჯონი გვალიას ძმა ზუგდიდში ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. იგი ძმას და რძალს ოკუპირებულ რეგიონში ვერ დაიტირებს და მათ ცხედრებს ენგურის ხიდდთან, გადასვენებამდე დაემშვიდობა.

7 აპრილის ტრაგედიას მდინარე ენგურზე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button