მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურზე დაღუპულთა შვილების დახმარების თხოვნით მთავრობას მიმართავენ

ახალგაზრდული გაერთიანება “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან”, საქართველოს მთავრობას ენგურზე ტრაგიკულად გარდაცვლილების ოჯახების დახმარების თხოვნით მიმართავს.

“მივიჩნევთ, რომ აღნიშნული პირების დაღუპვა, ოკუპანტ რეჟიმთან ერთად, ნაწილობრივ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვინაიდან, ენგურზე ე.წ. შავი გზით გადმოსვლის მცდელობა, ნაწილობრივ მთავრობის მიერ დაწესებულ 5 დღიან კარანტინს უკავშირდება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აიღოს პასუხისლმეგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე და არასრულწლოვანთა სრულყოფილი ცხოვრება უზრუნველყოს 18 წლამდე (ინიციატივა არ გულისხმობს იმ სახის დახმარებას, რომელსაც მარჩენალდაკარგულის სტატუსი ისედაც ითვალისწინებს).

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს დაუდგებათ ოკუპირებული რეგიონის დატოვების აუცილებლობა, მთავრობამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი, დევნილთათვის კუთვნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილება (იმ შემთხვევაში თუ მათ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართი)”, – წერს ახალგაზრდული გაერთიანება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button