,,ენმ” ახალი საარჩევნო კამპანია ,,+1″ დაიწყო

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის ახალი კამპანია დაიწყო.

პარტიის წევრის გამნარტებით კამპანია „+1“ გულისხმობს – პარტიის მხარდამჭერებმა დაარწმუნონ პლუს ერთი ადამიანი არჩევნებზე მისვლაში და უარი თქვან მართველი პარტიის მხარდაჭერაზე.
“გავდივართ მეორე ტურებზე და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კამპანია – “+1 კამპანია”. ჩვენ მივმართავთ იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ 1 ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე, ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button