ენმ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია “ერთია ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, – ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

პოლიტსაბჭოს სხდომას მეორე ტურში გასული კანდიდატებიც ესწრებოდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.

პარტიის ლიდერი ნიკა მელია სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადონ.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული “ნაციონალური მოძრაობი”“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

“საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე 12 დღით ადრე მოხსნას, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button