მნიშვნელოვანირეგიონი

,,ენმ,, ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

განცხადება ამის შესახებ , პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებმა და წევრებმა, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, სოფელ ალვანში გააკეთეს.

პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, ივანიშვილის განცხადება ქვეყნის ღალატია.

” ივანიშვილის განცხადება, მას შემდეგ, რაც საქართველომ გაიმარჯვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, პირდაპირი განაცხადია ქვეყნის ღალატისა.არც დააყოვნა რუსეთმა, იმავე საღამოს მოიწონა ივანიშვილის განცხადება.ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში, ვერასდროს ღალატი ვერ გაიმარჯვებს.არცერთ გმირსა და მის ოჯახს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვს. ბოდიში ივანიშვილმა უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს და 26 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი გვექნება გასაკეთებელი, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანასა და ივანიშვილის ღალატს შორის”_ განაცხადა ბოტკოველმა.

პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების რეაქცია “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომრის, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

საკუთარ გამოსვლაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოს მეგობრებს საქართველომ 2008 წლის ომის გამო, ბოდიში უნდა მოუხადოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button