რეგიონისაქართველოსიახლეები

მუშევანიდან ყველა ინფიცირებული თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს

ბოლნისის მერის, მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით, სოფელ მუშევანში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები, სულ 10 პირი, სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით, თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

„გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა. ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ, ყველაფერი დროულად გაირკვა. ინფიცირებული მოქალაქეები უკვე თბილისში არიან გადაყვანილები. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი, მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტს მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button