გარდაცვლილი პირები სიებში და საჩივრები – როგორ მინდინარეობს არჩევნები კახეთში

გურჯაანში 46-ე საარჩევნო უბანზე ორი გარდაცვლილი პირი აღმოაჩინეს.
ესენი არიან გიორგი და ალექსანდრა გაბოშვილები. როგორც მათი ოჯახის წევრები ამბობენ, ამომრჩევლის ბარათი გუშინ საღამოს მიუტანეს, თუმცა არ დაიტოვეს.
გურჯაანის 12-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანის, მადონა ჯავახიშვილის განამტრებით, გარდაცვლილები რომ სიიდან ამოეღოთ, ოჯახის რომელიმე წევრს პიროვნების გარდაცვალების მოწმობა უნდა წარედგინა. „რადგან ასეთი განაცხადაი არ იყო, ვერც ცესკო ამოიღებს გარდაცვლილს სიიდანო“, – განაცხადავ მადონა ჯავახიშვილმა. გიორგი გაბოშვილი 2018 წლის თებერვალში გარდაიცვალა, ხოლო ალექსანდრა გაბოშვილი – 2017 წლის მარტში.
თელავის საარჩევნო ოლქში, სოფელ ყარაჯალას 38-ე საარჩევნო უბანზე კი დარღვევა დაფიქსირდა. უბანზე მყოფმა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს. ამ პარტიიდან თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, გიორგი შანყულაშვილის თქმით, მოქალაქეს საარჩევნო უბანზე სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა ჰქონდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კაბალში საჩივარი დაწერა “ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია – ძლიერი, ერთიანი საქართველოს” დამკვირვებელმა ვახტანგ დევიძემ. მისი განცხადებით საჩივარი ეხება ამომრჩეველზე ფსიქილოგიურ ზეწოლას.
“ქართული ოცნების აქტივისტი უბანზე მისულ ამომრჩეველს ავალება, ჯერ მათ სიაში დაეფიქსირებინა +-ით უბანზე მისვლი შესახებ და შემდეგ შესულიყო საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად. მე ვთვლი რომ ეს არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა“, – განაცხადა ვახტანგ დევიძეემ.
კახეთის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იმყოფებიან კანდიდატების წარმომადგენლები ე. წ. აგიტატორები, რომლებიც არჩევებზე მიმსვლელებს აფიქსირებენ. მათ სპეციალური სიები აქვთ და აღრიცხავენ ვინ მივიდა არჩევნებზე.
რამდენიმე შემთხვევაში საარჩევნო უბნის ღობეებზე დამოუკიდებელია სალომე ზურაბიშვილის სარჩევნო ნომერი.