“ენმ”-მ კახა ჯამბურიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ სარჩელით გენერელურ პროკურატურას მიმართა.

როგორც რადიო “ჰერეთს” პოლიტიკური პარტიის ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გურამ კაკალაშვილმა განუცხადა, “საქმე ეხება მუნიციპალური საკუთრების “კამაცუს” ტიპის ტრაქტორის არამიზნობრივ გამოყენებას”.

კაკალაშვილის თქმით, “გამგებლის ბრძანებით ტრაქტორი, რომელსაც მდინარეების კალაპოტი უნდა გაეწმინდა და მოსახლეობა სტიქიისგან დაეცვა, კერძო მესაკუთრის ნაკვეთში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ყოველგავრი ხელშეკრულების და ანაზღაურების გარეშე მუშაობდა, რაც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს”.

გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით კი, მას აღნიშნული სარჩელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გურამ კაკალაშვილი-კახა ჯამბურია_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button