“ენმ”-მ თბილსის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანიდადტები საზოგადოებას წარუდგინა. პარტიამ თბილსის მერის პოსტზე ზაალ უდუმაშვილი დაასახელა.

საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა მელია დასახელდა.

ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.

“მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. მოვიდა დრო მოვისმინო თქვენი აზრი, თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახელებში, პარკებსა და სკვერებში, ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო მოვიდე თქვენთან, გავიგო რა გიჭირთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, არასდროს ყოფილა ჩვენი ქალაქი მიტოვებული ისე, როგორც ახლა. არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა არ დარჩენილა. მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ. მინდა, თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button