მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენმ-ს და “საქართველოსთვის” მაჟორიტარებმა წალენჯიხაში კანდიდატურები მოხსნეს

წალენჯიხაში ორი ოპოზიციური პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”საქართველოსთვის”, ჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელოს” წევრი, თამარ ბელქანია ავრცელებს და წერს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მასწავლებლებზე ისევ ზეწოლას ახდენს.

“პარტია “საქართველოსთვის” ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. საგულისხმო კი ისაა, რომ ეს ქალბატონიც პედაგოგია.

8 სექტემბერს კანდიდატურა ენმ ჭალე-მუჟავას მაჟორიტარმა-პროფესიით პედაგოგმა მოხსნა და მას მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. მეტიც კავშირზე საკუთარ პარტიასთანაც არ გამოდის.
ამიტომ ჩემი ღია სოლიდარობა პროფესია პედაგოგისადმი ! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მით უფრო საოკუპაციო ხაზზე! სასწრაფოდ უნდა მოხდეს განათლების, კერძოდ კი სკოლის დეპოლიტიზება სანამ კიდევ გვაქვს ავტორიტეტი მოსწავლეებს შორის!”, – წერს წალენჯიხის მერობის კანდიდატი თამარ ბელქანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button