რეგიონი
ენმ-ს ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით თბილისში,პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

ენმ-ს ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით თბილისში,პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ.
მათ დაახლოებით, 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა წალენჯიხის ენმ-ს ოფისიდან დაიწყო.
მოქალაქეები ხელმოწერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანენ.
აქ იმყოფებოდნენ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი თემურ ჯანაშია.
შემდეგ კი მათ ზუგდიდში, ენმ-ს ოფისთან შეკრებილებს მიმართეს და თბილისისკენ დაიძრნენ.