მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 346 ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან 8 პირის ტესტის პასუხი დადებითია.

ახალი დადასტურებული 8 შემთხვევის განაწილება კი ასეთია:

3 ზუგდიდში, მათ შორის არის 1 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 2 თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. დანარჩენილი 4 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებულები რუხის კლინიკაში.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 202 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდ პაციენტი, აქედან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის მკვიდრია, 1 მარტვილში მცხოვრები მოქალაქეა, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, 1 თბილისში მცხოვრები მოქალაქეა და 1 ფოთის მკვიდრია, რომელიც ფოთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. 1 გურიის რეგიონიდანაა, 4 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 106 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button