მნიშვნელოვანირეგიონი

“ენმ”ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს

კანდიდატი, პარტიის წევრებთან , პეტრე ცისკარიშვილსა და გიორგი ბოტკოველთან ერთად, პარტიის გურჯაანის რაიონულ ოფისში მხარდამჭერებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა,ხვალ, თბილისში დაგემგმლი საპროტესტო აქცია იყო, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ჩატარდება.

” ჩვენ გვექნება მსვლელობა და სამართალდამცავებს ვთხოვ, უზრუნველყონ წესრიგი. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, კარგია რომ სხდომა ჩაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ მძიმეა და ქვეყანაში მიდის უმძიმესი პროცესები, ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ძლიერი. მე ვფიქრობ, რომ არჩევნები წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button