რეგიონი

“ენმ”ს წევრმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო დატოვა.

ლევან მჭედლიშვილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ცნობად მიღებაზე, საკრებულომ 21 თებერვალს იმსჯელა.

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი განმარტავს, რომ საკრებულოს წევრის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით არ არის განპირობებული და ის, ემიგრაციაში წავიდა.

” ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი წევრი დაოჯახდა. საკრებულოს წევრის ხელფასით ოჯახს ვერ შეინახავს, ამიტომ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ვიცი, იქ ნავთობკომპანიაში აპირებს დასაქმებას. საკრებულომ მისი განცხადება უკვე ცნობად მიიღო და უახლოეს სხდომაზე შეუწყვეტს უფლებამოსილებას. მჭედლიშვილი საკრებულოში შესული იყო პარტიული სიით, ამიტომ მას სიის შემდეგი ნომერი შეცვლის”- განაცხადა ბაღაშვილმა.

დედოფლისწყაროს 2021 წლის მოწვევის საკრებულოში, სულ 30 წევრია. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 5 წევრი ჰყავს და ერთი ფრაქცია აქვს.

საკრებულოს დანარჩენი დეპუტატები, პარტია “ქართული ოცნების” და სახალხო პარტიის წარმომადგენელი არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button