ენმ-ს წითლად შეღებილი ოფისის ფასადი და განხილვა საკრებულოში
ლაგოდეხში, “ნაციონალური მოძრაობა“ რაიონული ოფისის გარეფასადის დაზიანებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძემ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მიმართა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის დავით მათიაშვილის განცხადებით, “პროტესტის ეს ფორმა მიუღებელია, თუმცა მას საფუძველი თავად ყოფილმა ხელისუფლებამ ჩაუყარაო”.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი კი აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
ზვიად ხვედელიძის თქმით, ფაქტი შეასაძლოა თავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”’ მიერ იყოს განხორციელებული.
დღეს დილით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს რაიონული ორგანიზაციის ოფისიის გარე ფასადი დაზიანებული დახვდათ.
შენობაზე, რომელზეც წითელი საღებავით წარწერებია გაკეთებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და პარტიის ოფისის გარდა იქ კინოთეატრი “სინემაა” განთავსებული.
“ნაციონალურ მოძრაობას” ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.