მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ენმ: საუბნო კომისიებში ააიპ-ის თანამშრომლები არიან არჩეული

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია, საოლქო პროკურატურას, საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული თავმჯდომარეების, მდივნებისა და მათი მოადგილეების კორუფციული საქმიანობის შესწავლისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს ჟურნალისტებს იმ კომისიის წევრების სახელობითი სია წარუდგინა, ვისი არჩევის შესახებაც პარტიამ, როგორ წითლიძე ამბობს, თავიდანვე იცოდა.

მათ შესაბამისი წერილით საოლქო კომისიას 30 სექტემბრამდე მიმართეს და ეს სიებიც გადასცეს.

ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საუბნო კომისიებში არჩეული არიან ააიპ-ის თანამშრომლები და ასევე საჯარო მოხელეების ნათესავები, რომლებიც ქართული ოცნების დავალებებს ასრულებენ, რაც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ერთ-ერთი ასეთია საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი კომისიის წევრი დარეჯან ნემსაძე მე-3 უბანზე, რომელიც წარმოადგენს შპს “ზუგდიდდასუფთავებას” და “სუფთა ქალაქს”. მას, ანა წითლიძის განმარტებით, მოგებული აქვს 500 ათასზე მეტი მოცულობის ტენდერი და ასევე შ.პ.ს. “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” ყოფილი ხელმძღვანელის, ბადრი ნემსაძის ოჯახის წევრია.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ენმ-ს ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ უკანონოდ არც ერთი კომისიის წევრი არ აურჩევიათ.

პარტიის საარჩევნო შტაბი პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

შეგასხენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საუბნო კომისიების წევრების მიკერძოებით შერჩევის გამო პრეტენზიით საოლქო საარჩევნო კომისიას 29 სექტემბერსაც მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button