მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ენმ თვითმმართველობის არჩევნების გეგმას უახლოეს პერიოდში წარადგენს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნების გეგმას უახლოეს პერიოდში წარადგენს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“ჩვენ უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოვაცხადებთ გეგმას, რითაც გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე. შემიძლია გითხრათ, რომ ხატიას კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება. ჩვენი სამშობლო ახლა წყალგამყოფის წინაშე დგას – თუ რას ვშვრებით ჩვენ შემოდგომაზე. ან ვიმარჯვებთ და ამ ხელისუფლებას გავხვეტთ თავიანთი გომელაურებით, ღარიბაშვილებით და კობახიძეებით ან ამ ქვეყანაში დგება დრო და ჟამი, როდესაც პუტინი კარგად იგრძნობს თავს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის გზაგასაყარი. ეს ცდება საზოგადოებრივ დისკუსიას კონკრეტულ საკითხებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა”, – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button