მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენმ ზუგდიდში 27 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში  პარტიის რეგიონულმა ლიდერმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე, 27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,აქცია 27 ოქტომბრის საღამოს ზუგდიდის მერიის წინ გაიმართება.

“თავისუფლებისთვის ბრძოლას სჭირდება ყოველდღიური განმტკიცება.

ახლა როდესაც ძალიან ცოტა დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდე და მიშას თავისუფლებამდე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ ყველას რომ ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს არ შეეგუება მონობას, დაშინებას, მოსყიდვას და ყველა იმ უბედურებას რომელსაც ხელისუფლება ატრიალებს აქ.

სამეგრელო ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე და ისტორიულად არასოდეს არ შეშლია არჩევანი. მე მახსოვს ტანკები ჩემს ქალაქში და რეგიონში მაგრამ ასევე მახსოვს ამაყად, მტკიცედ მებრძოლი ზუგდიდი და სამეგრელო.

სწორედ ასეთებს, ამაყებს, უდრეკებს, უშიშრებს, თავმოყვარეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, გელოდებით ხვალ 27 ოქტომბერს, საღამოს 20:30 ზუგდიდის მერიის წინ, გელოდებით აქციაზე”,– განაცხადა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარლამენტარმა ანა წითლიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button