ენმ_ს კახეთის ორგანიზაციაში დაპირისპირება გრძელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციაში დაპირისპირება გრძელდება.
პარტიიდან წასულ წევრებს კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა უპასუხა. მისი განმარტებით, საკრებულოს დეპუტატმა , იმედა კევლიშვილმა, ერთიან ნაციონალური მოძრაობა იანვარში დატოვა.
“იანვარში, შიდა არჩევნების შემდეგ მან პარტია დატოვა. უბრალოდ სხვა სიტყვა დააწერინეს და დაწერა, რომ ფრაქციას ტოვებდა. ამ ხნის მანძილზე, მას სურვილიც არ გამოუთქვამს, რომ რამეში მონაწილეობა მიეღო. მე არ ვიცი, ვინ პარტიას ქმნის, ვინ ვერ ქმნის და რაღაცას წვალობენ. დღრს ალბათ კახეთის დღეა, ხვალ კიდევ ვიღაცას გამოიყვანენ. რაც შეეხება ახმეტის ორგანიზაციას და ნინო უშიკიშვილს, ეს ადამიანი, 2017, 2018 წელს და მერეც ოფიციალურად წარმოადგენდა პატრიოტთა ალიანსს და რა ნაციონალური მოძრაობის წევრობაზეა ლაპარაკი”- განაცხადა ბოტკოველმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, იმედა კევლშვილმა, პარტია გუშინ დატოვა.
კევლიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ- ერთი ყველაზე ძველი წევრია.
ახმეტის ორგანიზაციის წარმომადგენელს, ნინო უშიკიშვილი ამ დროისათვის პარტიაში რჩება, თუმცა ის, უახლოეს მომავალში ნაციონალური მოძრაობის დატოვებას არ გამორიცხავს.