მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ენმს” წარმომადგენლებს ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 15 ნოემბერს დაიწყეს შიმშილობა, ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. თითქმის ყველა მათგანს დაბალი აქვს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე. მიუხედავად ამისა, როგორც პარლამენტის წევრი ენმ-დან ანა წითლიძე აცხადებს, აქციის მონაწილეები მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობენ.

წითლიძე განმარტავს, რომ დღეს, შიმშილობის მეხუთე დღეს ყველაზე სუსტად ხათუნა შამუგია და დარიკო არქანი არიან. მათთვის საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

დღესვე, როგორც დეპუტატი განმარტავს, მოშიმშილეებთან საკუთარი ინიციატივით მივიდნენ “ევექსის” კლინიკის ექიმები და სისხლის ანალიზი გაუკეთეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა15 ნოემბერს დაიწყო ხუთმა პირმა. მათ შორის ოთხი – მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია ახლადარჩეული საკრებულოს წევრია. მეხუთე, მალხაზ ჯალაღონია კი პარტიის მხარდამჭერი. ის 2020 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიობის კანდიდატი იყო ენმ-დან.

სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის აქცია პირველად “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ პარლამენტარები, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრები. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button