ენობრივი ბარიერი საქართველოში – რადიობლოგი

ყველამ ვიცით, რომ საქართველო მრავალეთნიკური სახელმწიფოა,სადაც შესაბამისად წარმოდგენილია განსხვავებული კულტურა, ტრადიციები და რასაკვირველია ენა, რომელიც უმთავრესი საკომუნიკაციო საშუალებაა.

საინტერესოა, აქვს კი დღეს არაქართულ მოსახლეობას იმის შესაძლებლობა, რომ ქართულ ენას თავისუფლად დაეუფლოს? იმ ფონზე, თუ მათ ნაკლებად უწევთ ქართულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა ან გეოგრაფიული მდებარეობა არ აძლევთ საშუალებას ჰქონდეთ მათთან ხშირი კონტაქტი?

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ხალხი მეტყველებდეს ქართულად? შევეცდებით პრობლემა კახეთში არსებული სურათით წარმოგიდგინოთ.

რადიო “ჰერეთი” წარმოგიდგენთ ქეთი შავერდოშვილის რადიობლოგს – ენობრივი ბარიერი საქართველოში

ჰერეთის რადიობლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იქნა გაწეული. რადიო ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელია რადიო ჰერეთი. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button