ენთუზიასტმა სნოუბორდინგისთვის დრონი შექმნა [Photo/Video]

ცნბოლმა ბლოგერმა, კეისი ნეისტატმა სნოუბორდინგისთვის უპილოტო საფრენი აპარატი შექმნა. ახალ კონსტრუქციას ადამიანის ჰაერში აყვანა შეუძლია. რგოლი, რომელზეც ძლიერი დრონი და სანტა კლაუსის კოსტუმში გამოწყობილი მფრინავი ადამიანია გამოსახული, YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

ვიდეოფირმა 24 საათის განმავლობაში 4 მილიონი ნახვა დააგროვა.

კეისი ნეისტატი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ვიდეობლოგერია, რომელმაც ვიდეოების გამოქვეყნება YouTube-ზე 2015 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო. მან მიმდინარე წლის ნოემბერში ბლოგის დახურვის შესახებ განცხადება გაავრცელა, მაგრამ ამის მიუხედავად, ახალი ვიდეო მაინც გამოაქვეყნა.

ამჟამად ნეისტატის არხს 28 მილიონი გამომწერი ჰყავს.

1482312807_001

მსგავსი პოსტები

Back to top button