კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდეტზე პოლიციაში ჟურნალისტი გამოკითხეს

სააგენტო “თაიმერის” რეგიონულმა კორესპონდენტმა აკო ქიქავამ მარტვილის პოლიციის შენობა უკვე დატოვა. ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მას, როგორც თვითონ ამბობს, კითხვები ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს:

“კითხვები ეხებოდა ჭყონდიდის ეპარქიაში რეზიდენციაში განვითარებულ მოვლენებს, მათ აინტერესებდათ რა ვითარებაში მოხდა მოაჯირის დანგრევა და შემდეგ ადამიანების გადავარდნა, რასაც ვუპასუხე. ასევე მკითხეს, ვინმემ თუ მომაყენა ფიზიკური დაზიანება ან თუ შემიშალეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში”- განაცხადა აკო ქიქავამ.

მისი დაკითხვა მარტვილის პოლიციაში დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button