მსოფლიოსიახლეები

ეპიდემიასთან ბრძლის ახალი ეტაპი საფრანგეთში

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის თქმით, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება.

როგორც ედუარდ ფილიპი ამბობს, 11 მაისის შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს შეამსუბუქებს, თუმცა ჩვეულ რიტმში ცხოვრება არ დაბრუნდება, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და წამალი არ არსებობს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 11 მაისიდან ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავა, რადგან პიკი გადავლილია.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება გამოაცხადეს ახალ წესებს, რომლებიც სამ პრინციპზე იქნება დაფუძნებული – სოციალური დისტანცირება, მასობრივი ტესტირება და ინფიცირებულების იზოლაცია.

ამასთან, ედუარდ ფილიპის თქმით, საფრანგეთის სკოლებში სასწავლო პროცესი 11 მაისის შემდეგაც სრულად არ აღდგება.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. მათ შორის შესაძლოა, სხვადასხვა კლასის მოსწვალეებს სკოლაში სიარული მონაცვლეობით მოუწიოთ. ასევე, სკოლებს მოუწევთ მოწაფეების უფრო დიდ საკლასო ოთახებში შეკრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button