მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ შტამ “მიუსთან”დაკავშირებით ამბობენ, რომ სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არსებობს, მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება. მათთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად აგრესიულია ის და რა სიმპტომებით ხასიათდება ახალი შტამი.

მედიკოსები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და განსაკუტრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“კვლევები მიმდინარეობს და წინასწარ დაზუსტებული ინფორმაციის გაჟღერება, თუ რამდენად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს ან რამდენად უფრო ადვილად გადამდებია სხვა შტამებთან შედარებით, ჯერ საბოლოო ინფორმაცია არ გვაქვს.

მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად, რომ ვაქცინაცია წავიდეს აქტიური ტემპებით. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან იქნას რეკომენდაციები დაცული,“ – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button