ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს კოვიდ-რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ნელი ტემპით, თუმცა მაინც სტაბილურდება. ამის შესახებ იმუნოლოგმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების მოხსნა იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ მოსახლეობა დანარჩენ რეკომენდაციებს ბოლომდე დაიცავს.
„ეპიდსიტუაცია არ არის წყნარი და უსაფრთხო. თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით და არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ამან უკან დაბრუნება და შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. ვიდრე ვაქცინაცია არ შევა ძალაში, რასაც, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქორწილებისგან და გართობისგან. სამი თვე, ცხოვრებაში, გადამწყვეტი არაა და ამ სამ თვეში, წესების არდაცვამ, შესაძლებელია, ერთი წლით დაგვაბრუნოს უკან“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში კორონავირუსიის 361 484 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 653, ხოლო გარდაიცვალა 5228 ადამიანი.