მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეპიდემიოლოგები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ

ეპიდემიოლოგები დამატებითი რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით ე.წ. ბრიტანული შტამი ქვეყანაში უკვე 70-90%-ით ცირკულირებს. ისინი ჯანდაცვის სექტორზე უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილ ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თბილისში კოვიდ-პაციენტებისთვის საწოლები პრაქტიკულად აღარ დარჩა.

“წინ გვაქვს მნიშვნელოვანი დღეები, როგორიც არის სააღდგომო დღესასწაულები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიმყოფებით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ვიმყოფებით პიკზე და შესაძლოა ნოემბერში არსებული მდგომარეობა განმეორდეს. წარმოუდგენელია სამედიცინო საზოგადოებამ და თუნდაც ქვეყანამ ამას გაუძლოს,” – განაცხადა მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა.

მესამე ტალღის პიკს ეპიდემიოლოგები 2 კვირაში ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button