მნიშვნელოვანისიახლეები

ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება-გაბუნია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 599 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 711-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 608 441-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა

📌აჭარა – 19

📌იმერეთი – 72

📌ქვემო ქართლი – 20

📌შიდა ქართლი – 36

📌გურია – 46

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 43

📌კახეთი – 41

📌მცხეთა-მთიანეთი – 10

📌სამცხე-ჯავახეთი – 5

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება. გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ეპიდვითარებაზე საუბრისაა განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ეპიდვითარების სტაბილურობის მისაღწევად აქტიური ვაქცინაციაა საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს.

როგორც გაბუნია განმარტავს, მედიკამენტი აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ძირითადად, ომიკრონ BA2-ის ხარჯზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია. ასევე, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების რიცხვიც და რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობის შემთხვევებიც. გამყრელიძემ განმარტა, რომ გუშინ გარდაცვალების 3 შემთხვევა იყო, დღეს კი 7 დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button