ექიმ ჰაუსს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს [Video]

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბრიტანელი მსახიობის, ჰიუ ლორის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
მსახიობმა აშშ-ში სახელი საყოველთაოდ ცნობილ სერიალ “ექიმი ჰაუსი”-ში მთავარი როლის შესრულებით გაითქვა . ლორის ვარსკვლავი 2593 ნომრითაა წარმოდგენილი.
ბრიტანელი მსახიობებიდან და ხელოვნების მუშაკებიდან ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი გააჩნიათ: ემა თომფსონს, კოლინ ფერტს, რიდლი სკოტსა და ჰელენ მირენს.
57 წლის ლორიმ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის უმართლებდა და იღბალი გამუდმებით მის მხარეს იყო.
შეგახსენებთ, 2006-სა და 2007 წლებში ლორიმ “ოქროს გლობუსის” პრემია აიღო გრეგორი ჰაუსის როლის შესრულებისთვის სერიალში “ექიმი ჰაუსი”. აღნიშნულ ფილმში შონაწილეობის შემდეგ ლორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.