ექიმების ნაწილმა აქცია გამართა

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექიმების ნაწილმა აქცია გამართა. “არა კაც კლა”,”გადაიყვანე, უმკურნალე”, “პაციენტს აქვს სიცოცხლის უფლება”, “გადაიყვანეთ პრეზიდენტი კლინიკაში”, – ექიმებს ხელში ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ.
მათი მთავარი მოთხოვნაა,მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სხვა მედიკოსებთან ერთად გუბერნიასთან იმყოფება ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი, კარდიოლოგი ანზორ მელია.
“ვუერთდები ჩემს ექიმებს, იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კი არა, მათხოვარიც რომ იყოს ავადმყოფი, იმასაც უნდა უშველოს ექიმმა. არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკლან. მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, კაცი, რომელმაც გმირობის მაგალითი გვაჩვენა, როგორ შეიძლება ათრიო იატაკზე. მოვითხოვთ სასწრაფოდ გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში”, – აღნიშნა მელიამ.
ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისკენ ჯანდაცვის მონისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მოუწოდებენ.