მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ექიმების პროგნოზით ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს

მედიკოსები კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გასსამმაგებას პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, ეპიდვითარება საქართველოში შემაშფოთებელია.

“შესაძლებელია დღევანდელი ციფრი გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს კიდეც. ჯობია რომ ზრდასრული მოსახლეობა აიცრას, რათა ნაკლები დანაკლისით გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან”, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ექიმების ინფორმაციით გადატვირთულია საავადმყოფოები

“ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოცემული ეტაპისთვის, მკვეთრად გაუარესებულია. ვხედავთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა არის მკვეთრად მომატებული. ასევე, ძალიან მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება არ ყოფილა. იმუნიზაციის პროცესიც საკმაოდ შეფერხებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რთულ ეპიდემიოლოგიურ სურათს ქმნის და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეხუთე ტალღა ქვეყანაში ძალიან რთული იქნება, რომელთანაც გამკლავება ძალიან გაუჭირდება ჩვენს ჯანდაცვის სისტემას,” – განაცხადა “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button