ექიმი-ვეტერინარი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ბრალდებით “სურსათის ეროვნული სააგენტოს” თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, მოქალაქეზე გასცა ორი ერთეული ყალბი ვეტერინარული მოწმობა ე.წ. ფორმა N2, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button