მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ექიმის გარდაცვალებას პირდაპირი კავშირი აცრასთან არ აქვს-ეკატერინე ტიკარაძე

კიდევ ერთი ექიმი თბილისში, კლინიკა “მედ კაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმი,კორონავირუსის აცრიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

„პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

“მედ კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილეც  გამორიცხავს რომ ექიმის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია ყოფილიყო.

ვაქცინის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა ექიმს. შესაძლებელია დაავადებები ჰქონოდა, მაგრამ ვაქცინასთან დაკავშირებული არ არის. ოჯახის ექიმი იყო და შესაბამისად, ის რისკები და დაავადებები თვითონაც ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული და ის ფორმა და ის ნორმები, რაც იყო ვაქცინაციის წინ განსაზღვრული, ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მოხდა,-თქვა მაია აბულაძემ

52 წლის ლალი ჯავახიშვილს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ის ჩაფიძის კლინიკაში 29 მარტს შეიყვანეს და  გუშინ გარდაიცვალა.

შემთხვევას სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button