მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ექიმის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი მოსამართლის აცილება არ დაკმაყოფილდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის საქმეზე, კიდევ ერთი მოსამართლის აცილების საკითხი დადგა.

დღეს, თელავის რაიონულ სასმართლოში, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი, საქმის განმხილველი მოსამართლის, გრიგოლ ვატიტაძის აცილებას ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით, მოსამართლის თანაშემწე, დაზარალებულის ნათესავია, რაც მოსამართლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და მისი აცილების საფუძველია.

საქმის განმხილველმა მოსმართლემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აცილებაზე უარი განაცხადა.

ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეს, გრიგოლ ვატიტაძეს, ზანდარაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, მას შემდეგ დააწერეს, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და საქმე აიცილა.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმე, ბრალდებულისა და მისი ადვოკატების გადაწყვეტილებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს. ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პირველი ეტაპი თელავის რაიონულ სასამართლოში, 14 მაისს დაიწყება.

პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ერაცხება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა, ერთი პირი კი დაჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button