მნიშვნელოვანიმოზაიკა

ექსკლუზიური ინტერვიუ Facebook-ის ქართველ თანამშრომელთან

 

ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე მუშაობას 2018 წლის მაისიდან ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, facebook-ის სათავო ოფისში დაიწყებს.

ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში.

[g-carousel gid=”67673″ height=”200″ per_time=”4″]

რადიო თბილისი ლუკას სან დიეგოში ესაუბრა. 

შენზე მოგვიყევი, როგორ დაიწყე…

პროგრამირება მეხუთე კლასიდან დავიწყე. ამ მომენტიდან მოყოლებული სამყაროს უდიდეს ტექნიკურ კომპანიებში მუშაობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მთავარ მიზნად იქცა, რისი მიღწევაც საკმაოდ რთული ჩანდა, შესაბამისად გამუდმებით ვცდილობდი გავმხდარიყავი შესაფერისი დონის დეველოპერი.

ბოლო 6 წლის მანძილზე 8 ტექნიკური სტარტაპი წამოვიწყე, რომელთაგანაც 2 ახლაც აქტიურად მუშაობს, უნივერსიტეტში პირველი სემესტრიდან დაწყებული ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიაში და სახელმწიფო სტრუქტურაში და საბოლოო ჯამში ალბათ ყველა პოპულარულ პროგრამულ ენაზე შევქმენი პროგრამული სისტემა სხვადასხვა პროგრამირებადი პლატფორმისთვის.

ლუკა ამჟამად სად სწავლობ?

ვსწავლობ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში რომელიც თბილისში უკვე მესამე წელია რაც აქტიურად იღებს ქართველ სტუდენტებს STEM დარგებში.  ვსწავლობ კომპიუტერულ ინჟინერიას და ამჟამად ვიმყოფები ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში.

გზა ფეისბუკისკენ, როგორ მოხვდი ამ ქსელში?

კალიფორნიაში ჩამოსვლისას ფეისბუკის რეკრუიტერები შემეხმიანენ, მითხრეს რომ დაინტერესებულები იყვნენ ჩემით და მიმიწვიეს ტექნიკურ ინტერვიუზე. დიდი ალბათობით სწორედ ორი ტექნიკური ინტერვიუს შედეგმა გამოყო ჩემი აპლიკაცია სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რადგან ყველა მოცემული ტექნიკური დავალება გამოყოფილ დროზე მნიშვნელოვნად მალე დავამთავრე.

რა იდეები და გეგმებია,თუ გეგმავ საქართველოს მიმართულებით კომუნიკაციის გაუმჯობესებას ფეისბუკზე?

ზოგადად თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ბაგი დაარეპორტონ, სიტუაციის მიხედვით შევეცდები შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას.

სწრაფი განვითარება, ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და ამ მიღწეული მიზნის შემდეგ ახალი მიზნების და მათთან მიმავალი შესაძლო გზების დასახვა.

და ბოლოს, სად ხედავ შენს თავს 5 წლის მერე?

5 წელი ძალიან ბევრი დროა, მითუმეტეს ახლა, როცა ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ახალი გზები დავინახე მას შემდეგ რაც ფეისბუკის დიდ ოჯახში მიმიღეს.

ვიცი, რომ ვიქნები იქ სადაც ყველაზე მეტად ვარ საჭირო. ვაკეთო ის, რაც ყველაზე მაგრად გამომდის.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button