ექსკლუზივი: ბაჩალიაშვილის საქმეზე შესაძლოა თავდაყირა დადგეს ოფიციალური ვერსია
რამდენიმე წუთის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მათი ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურას ორი სხვადასხვა სარჩელით მიმართეს სადაც ითხოვენ გამოძიების გაგრძელებას და გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამისთვის კვლავ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებას.
მიხეილ რამიშვილი ჰერეთთან აცხადებს, რომ შესაბამის უწყებებს მიმოწერის სქრინს წარუდგენენ, რომლითაც მტკიცდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს
ჩვენ მოკლე ინტერვიუ ჩავწერეთ მიხეილ რამიშვილთან
საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დახურა.
ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომლის ცხედარიც გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, საკუთარ ავტომობილში იპოვეს სამანქანო გზის პირას, თვითმკვლელობაა.
ოჯახი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ეჭვქვეშ აყენებს ამ ვერსიას და გამოძიების მიმართ ნდობა არაერთხელ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ამ საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის დაკავებული პირი, დავით ფურცხვანიძე – მან ადვოკატს მიაწოდა დამონტაჟებული გრაფიკული მასალა, რომელიც, მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო იმ დღეების, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.