მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ექსპერტების აზრით ბუნებრივი აირი სახელმწიფომ უნდა დაასუბსიდიროს

გაზის ტარიფის ზრდას ექსპერტები ეხმაურებიან, სპეციალისტები გადაწყვეტილებას ლარის გაუფასურებით ხსნიან,მათი აზრით გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი აირის სუბსიდირებაა იმისთვის, რომ ფასის ზრდა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად არ აისახოს.

“გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთის მხრივ სუბსიდირება, მეორე მხრივ საზოგადოების ცხოვრების ამაღლება, ანუ სამუშაო ადგილების დაბრუნება, ხელფასების გაზრდა და მთლიანობაში ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს ცოტა დააგვიანდება დროში და უფრო მარტივია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სუბსიდირება, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სუბსიდირების შემთხვევაში სხვა რაღაცას დააკლდება,” – აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

შეგახსენებთ, თბილისში გაზი 8 თეთრით გაძვირდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოუწევთ.
კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადებით, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის,რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი.
ახალი ტარიფი 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.

გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2023 წლის იანვრამდე იმოქმედებს

მსგავსი პოსტები

Back to top button