საქართველოსიახლეები

“ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს დაეწერათ ის, რაც მოხდა”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ისინი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნენ. შეხვედრა პროკურატურაში, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

ექსპერტიზას უნდა დაედგინა, სპეცრაზმელის მიერ ტყვიის გასროლის დროს ცდილობდა თუ არა მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას.

ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს დაეწერათ, ის, რაც სპეცოპერაციის დროს მოხდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც დასკვნაში გაკეთდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს თავი ლოგინის დაზიანებული ადგილის ქვევით ჰქონდა.

მოისმინეთ მარიამ კუბლაშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button