მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ექსპერტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მუშაობისას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

“ექსპერტ – კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რა დროსაც ექსპერტს დენმა დაარტყა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button