კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ექსპერტიზა: შაქარაშვილის ცხედარი 3-4 დღე წყალში იყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გიორგი შაქარაშვილის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე ილაპარაკა. დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებები, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. ექსერტიზა ვარაუდობს, რომ ეს გარემოება შაქარაშვილს შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას, – წერია დასკვნაში.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღის განმავლობაში იყო წყალში.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.
აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობასბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს, – აცხადებენ პროკურატურაში.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button