მნიშვნელოვანისიახლეები

ექსპრეზიდენტის დედამ სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედამ სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობას გადის. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ზოგადად მაინც სუსტად გრძნობს თავს და სიარული უჭირს:

“მე რაც დავინახე უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს, სუსტად არის, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო როგორც ჩანს. ეს ექიმები და პერსონალი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

ექსპრეზიდენტის დედის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს 23 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა ამ მხრივაც შეაფასოს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება საზოგადოების მოთხოვნა უნდა გახდეს.

გიული ალასანიას განმარტებით, სასჯელის გადავადება არ განუხილავთ, თუმცა საერთო მოთხოვნა არა გადავადება, არამედ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის პალატში წევრს, მას მისცეს სარკმლის გაღების უფლება, თუმცა სარკმელს გისოსები აქვს, რაც მისთვის ძალიან დამთრგუნველია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოდის.
„იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად”, – აღნიშნა ყიფშიძემ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.

გიული ალასანიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button